ქართლის სამზარეულო
среда, 18 января 2012 г.
სასაცილო ისტორია ცხოვრებიდან ლობიოს შესახებ
ხუთი-ექვსი წლის ვიყავი,როცა დასასვენებლად
წავედით ბიისში, უკრაინიდან ჩამოსულ ნათესავებთან ერთად. ერთ დღეს როცა დედა
წასული იყო კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, ბიცოლამ სადილისათვის მოამზადა
ლობიოს წვნიანი. ფინჯანზე დასხმული ლობიო ასე გამოიყურებოდა: რამდენიმე ლობიოს
მარცვალი დაცურავდა აქეთ-იქით, კარტოფილთან და მწვანილთან ერთად.ამის დანახვაზე მე
პროტესტი გამოვუცხადე და დავიყვირე: „ეს არასწორი ლობიოა და არ შევჭამ“. საღამომდე
,დედის დაბრუნებამდე, მშიერი ვიყავი. სახლში დაბრუნებულმა დედამ ამ ინციდენტზე
ბევრი იცინა და სთქვა: „აბა ჩემი შვილი სადაური უკრაინელია!“
ვალენტინა კულბიჩი
ლობიოს წვნიანი
მოზადება: ლობიო რამდენიმე საათით ცივ წყალში დავალბოთ, შემდეგ გადავწუროთ, დავასხათ 1,5-2 ლ წყალი და 1,5-2 საათის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე ვხარშოთ. ლობიო მზად იქნება, როდესაც კარგად დარბილდება.
წიწაკა დავჭრათ პატარა კუბებად, ასევე დავჭრათ ნიახური და სტაფილო, მოვათავსოთ წვნიანში, დავუმატოთ ცხარე წიწაკა და ვხარშოთ 20 წუთი. დავჭრათ და მოვშუშოთ ხახვი. ბლენდერში გავთქვიფოთ
წვნიანის ბოსტნეულისა და ლობიოს ნახევარი მოშუშულ ხახვსა და ბულიონთან ერთად და ჩავაბრუნოთ ქვაბში. დავუმატოთ კანგაცლილი და წვრილად დაჭრილი პამიდორი,
2-3 წუთი ვადუღოთ და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში. წვნიანს მიირთმევენ
გახუხულ პურთან ერთად.
175 გ ლობიო, 1 ცალი პატარა ტკბილი წიწაკა, 100 გ ნიახური, 100 გ სტაფილო, 1 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. ცხარე წიწაკა, 1 თავი ხახვი, 20 მლ ზეთი, 100-150 გ წითელი პამიდორი, 1 კონა ოხრახუში, 100 გ პური.
Подписаться на:
Сообщения (Atom)