среда, 18 января 2012 г.

სასაცილო ისტორია ცხოვრებიდან ლობიოს შესახებ


ხუთი-ექვსი წლის ვიყავი,როცა დასასვენებლად წავედით ბიისში, უკრაინიდან ჩამოსულ ნათესავებთან ერთად. ერთ დღეს როცა დედა წასული იყო კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, ბიცოლამ სადილისათვის მოამზადა ლობიოს წვნიანი. ფინჯანზე დასხმული ლობიო ასე გამოიყურებოდა: რამდენიმე ლობიოს მარცვალი დაცურავდა აქეთ-იქით, კარტოფილთან და მწვანილთან ერთად.ამის დანახვაზე მე პროტესტი გამოვუცხადე და დავიყვირე: „ეს არასწორი ლობიოა და არ შევჭამ“. საღამომდე ,დედის დაბრუნებამდე, მშიერი ვიყავი. სახლში დაბრუნებულმა დედამ ამ ინციდენტზე ბევრი იცინა და სთქვა: „აბა ჩემი შვილი სადაური უკრაინელია!“


ვალენტინა კულბიჩი

Комментариев нет:

Отправить комментарий